სასაწყობე მომსახურება
TradeLog გთავაზობთ ტვირთის დროებით და გრძელვადიანი შენახვის სერვისს როგორც საბაჟო, ისე არასაბაჟო საწყობებში მთელს საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, ვახორციელებთ ტვირთის პროფესიონალურ შეფუთვას მისი უსაფრთხო გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.
ტვირთის დროებითი და გრძელვადიანი შენახვა
აღნიშნული სერვისი მოიცავს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან შენახვას საბაჟო ან არასაბაჟო პირობებში — მორგებულია თქვენს ლოჯისტიკურ საჭიროებებზე.
ტვირთის შეფუთვა
ტვირთის შეფუთვა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მისი უსაფრთხო ტრანსპორტირებას. ასევე ვახორციელებთ ტვირთის მარკირებას მარტივი იდენტიფიკაციისთვის დანიშნულების ადგილზე.
ტვირთის დახარისხება
საჭიროების შემთხვევაში ხდება ტვირთის დახარისხება და დაყოფა მის მახასიათებლებს, ტრანსპორტის მოთხოვნებსა და სხვა კრიტერიუმებს გათვალისწინებით. საწყობი უზრუნველყოფს დამატებით სამუშაოებს, როგორიცაა მარკირება და უმოკლეს დროში გადამუშავება.
შენახვა სპეციალური ტემპერატურული კონტროლით
ვთავაზობთ ტემპერატურის კონტროლით მოწყობილ საწყობებს თერმომომთხოვი ტვირთისთვის (მალფუჭებადი საქონელი, ფარმაცევტული პროდუქცია, ქიმიკატები და ა.შ.).
ტვირთის დაცვა და უსაფრთხოება
საწყობი უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას ქურდობისაგან, დაზიანებისა და გარემოს ზეგავლენისაგან; მოეწყობა ყველა საჭირო ინვენტარით და უსაფრთხოების სისტემებით.
1) წვდომის კონტროლი
- ავტორიზებული პერსონალისთვის შეზღუდული წვდომა;
- ბარიერული სისტემები, ელექტრონული საკეტები ან ბიომეტრიული წვდომის კონტროლი;
- ავტორიზებული პერსონალის სიის რეგულარული შემოწმება და განახლება.
2) მეთვალყურეობა და მონიტორინგი
- მოძრაობის სენსორები და სიგნალიზაცია საეჭვო აქტივობის გამოვლენისათვის;
- 24/7 მონიტორინგის სისტემა, რომელსაც შეუძლია დისტანციურად მიაწოდოს კლიენტს რეალურ დროში ინფორმაცია.
დაინტერესებული ხართ შენახვის ან ინდივიდუალური შეთავაზებით? დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.


