კომპანიის ლოგო

ლოგისტიკა

გლობალური გადაზიდვების პარტნიორი

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს

+995 (599) 514445

სამუშაო საათები

ორშ - პარ 10.00 - 18.00

Poti, Georgia

2 Lagranzhe Street
სწრაფი შეთავაზება

მოგვიყევით თქვენი ტვირთის შესახებ

შეავსეთ მოკლე ფორმა და ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ მარშრუტისა და ტარიფის დასაზუსტებლად.

  • მარშრუტზე მორგებული ტარიფი
  • ტრანსპორტის ოპტიმალური ტიპის შერჩევა
  • პირდაპირი კომუნიკაცია სპეციალისტთან
ჩვენი სერვისები

რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენთვის

სახმელეთო გადაზიდვები

სამანქანო გადაზიდვები საქართველოში და საერთაშორისო მიმართულებით ჩვენი თანამედროვე ტრანსპორტი და პროფესიონალი მძღოლები უზრუნველყოფენ თქვენი საქონლის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას ნებისმიერი მიმართულებით. ეფექტური მართვა და სერვისის მაღალი ხარისხი – თქვენი გოდორი ჩვენთან ყოველთვის უსაფრთხოა.

საზღვაო გადაზიდვები

ჩვენი კომპანიის საზღვაო ლოგისტიკა უზრუნველყოფს თქვენი საქონლის გრძელ მანძილზე უსაფრთხო ტრანსპორტირებას. ეფექტური დაგეგმვა, საერთაშორისო პარტნიორები და მაღალი სერვისის დონე გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი გოდორი დროულად მიაღწევს დანიშნულ პორტს.

საჰაერო გადაზიდვები

ჩვენი საჰაერო ლოგისტიკა უზრუნველყოფს თქვენი საქონლის სწრაფ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ეფექტური მართვა, დროის დაცვა და მაღალი სერვისის დონე – თქვენი გოდორი საჰაეროთიც უსაფრთხოა.

რატომ TradeLog?

გადაზიდვის პროცესების სწორად დაგეგვმითა და ვრცელი საპარტნიორო კავშირების წყალობით Tradelog ხელმისაწვდომ და ეფექტურ სატრანსპორტო გადაწყვეტებს ქმნის. ასე რომ, თქვენ ნაკლებ დროს, ენერგიასა და ფინანსებს დახარჯავთ ლოგისტიკურ ოპერაციებზე. შესაბამისად, უფრო მეტ დროს დაუთმობთ თქვენი ბიზნესის განვითარებას.

ასე რომ, თქვენ ნაკლებ დროს, ენერგიასა და ფინანსებს დახარჯავთ ლოგისტიკურ ოპერაციებზე. შესაბამისად, უფრო მეტ დროს დაუთმობთ თქვენი ბიზნესის განვითარებას.

მიიღე შეთავაზება
Tradelog-ის ლოგისტიკური გუნდი
ლოკალური ლოგისტიკური სერვისები საქართველოში

ლოკალური სერვისები

ლოკალური სერვისები უზრუნველყოფს ტვირთის სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ მართვას ქვეყნის ფარგლებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს ტვირთის პროფესიონალურ შეფუთვას, მსუბუქი ავტომობილების უსაფრთხო დამაგრებას, თანამედროვე სასაწყობლო ინფრასტრუქტურას და საბაჟო-საბროკერო პროცესების სრულ მხარდაჭერას. ასევე ვთავაზობთ შიდა გადაზიდვის მოქნილ და სანდო გადაწყვეტილებებს, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას დანიშნულების ადგილამდე.

მიიღე შეთავაზება
საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა

საერთაშორისო სერვისები

საერთაშორისო სერვისები უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტურ გადაზიდვას მსოფლიოს ნებისმიერ მიმართულებით. ჩვენ ვთავაზობთ სახმელეთო გადაზიდვებს ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით, ასევე საზღვაო, ავია და სარკინიგზო ტრანსპორტირებას. ჩვენი მომსახურება მოიცავს მულტიმოდალურ გადაზიდვებს, სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის დაცვას, ავტომანქანების და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას, ასევე საკონტეინერო და კონსოლიდირებულ გადაზიდვებს ჩინეთიდან. დამატებით, უზრუნველვყოფთ დიპლომატიური ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ხელოვნების ნიმუშების პროფესიონალურ შეფუთვასა და უსაფრთხო მიწოდებას.

მიიღე შეთავაზება
ტრეიდინგი და საერთაშორისო მომწოდებლები

ვაჭრობა

ჩვენი სავაჭრო სერვისი გთავაზობთ პროდუქციის საერთაშორისო შეძენასა და რეალიზაციის სრულ ციკლს — მომწოდებლების მოძიებიდან საბოლოო მიწოდებამდე. ვუზრუნველყოფთ სანდო პარტნიორების შერჩევას, მოლაპარაკებების წარმოებას, ხარისხის კონტროლს და ოპტიმალურ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ უსაფრთხო, გამჭვირვალე და ეფექტური სავაჭრო პროცესი, რომელიც ამცირებს რისკებს და ზრდის ბიზნესის მოგებიანობას.

მიიღე შეთავაზება
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

მოკლე პასუხები გადაზიდვის დაგეგმვისა და შეთავაზების მიღების შესახებ.

რა ინფორმაციაა საჭირო გადაზიდვის ტარიფის მისაღებად?

ტარიფის დასათვლელად საჭიროა ტვირთის ტიპი, წონა და მოცულობა, დატვირთვისა და მიწოდების ადგილები და სასურველი ვადა.

რა ტიპის საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებს Tradelog?

ვახორციელებთ სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო და მულტიმოდალურ გადაზიდვებს.

ეხმარებით თუ არა საბაჟო პროცედურებში?

დიახ. გუნდი უზრუნველყოფს საბაჟო-საბროკერო მხარდაჭერას, დოკუმენტაციის მომზადებასა და პროცესის კოორდინაციას.

როგორ მივიღო ინდივიდუალური შეთავაზება?

შეავსეთ მოკლე ფორმა ან დაგვიკავშირდით ტელეფონით და WhatsApp-ით.