საბაჟო-საბროკერო მომსახურება
TradeLog იზრუნებს ყველა საჭირო საბუთის წარმოებასა და საბაჟო პროცედურის წარმოებას ნებისმიერ ტერმინალში.
დოკუმენტების მომზადება
- ტვირთის ინვოისი — გამოიყენება ტვირთის საბაჟო გაფორმების, შეფასებისა და დაბეგვრის მიზნით.
- სატრანსპორტო ზედნადები — CMR (სახმელეთო), Bill of Lading (საზღვაო), Airway Bill (საჰაერო); დოკუმენტები მზადდება საერთაშორისო წესების შესაბამისად.
- შეფუთვის ფურცელი — შეიცავს ნივთების სახელებს, რაოდენობას, წონას, ზომებს და ნებისმიერი სპეციალური დამუშავების ინსტრუქციებს.
- წარმოშობის სერთიფიკატი — საჭიროა განბაჟებისა და ტარიფების განსაზღვრისათვის.
- იმპორტისა და ექსპორტის ნებართვები — ადასტურებს, რომ ტვირთი ექსპორტისა და იმპორტის რეგულაციების შესაბამისად არის შემოწმებული.
- საბაჟო დეკლარაციები — მოიცავს კლასიფიკაციას, ღირებულებას, წარმომოშობას და გადასახადების ინფორმაციას.
რეგულაციების დაცვის კონტროლი
ჩვენი ექსპერტები ამოწმებენ საბაჟო და სავაჭრო რეგულაციების დაცვას, იქნება ეს იმპორტის შეზღუდვები, კვოტები თუ ლიცენზირება.
საბაჟოებთან ურთიერთობა
აღნიშნული სერვისი მოიცავს ურთიერთქმედებას საბაჟო ორგანოებთან — ტვირთის სწორი და სწრაფი გაფორმების უზრუნველყოფას.
ეს ეტაპი ითვალისწინებს
- საბაჟო დეკლარაციის წარდგენას;
- საბაჟო ორგანოებისთვის საჭირო ინფორმაციას მიწოდებას;
- საბაჟო ოფიცრების მოთხოვნების განხილვას.
საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი
ჩვენი ექსპერტები აკვირდებიან ცვლილებებს საბაჟო და სავაჭრო კანონმდებლობაში და ამის შესახებ ინფორმაციას კლიენტებს აწვდიან.
გადასახადების გაანგარიშება
TradeLog-ის ექსპერტები გამოთვლიან იმპორტის შესაბამის გადასახადებსა და მოსაკრებლებს სატარიფო კლასიფიკაციისა და იმპორტირებული ტვირთის ღირებულების მიხედვით.
რისკების მართვა
TradeLog-ის სპეციალისტები ადგენენ პოტენციურ რისკებსა და პრობლემებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საბაჟოზე ტვირთის შეჩერება, ჯარიმები ან დავა. ისინი აძლევენ რეკომენდაციებს ამ რისკების შესამცირებლად.
კონსულტაციები და რჩევები
TradeLog-ის სპეციალისტები კონკრეტული სფეროსა და ტვირთის ტიპის მიხედვით აძლევენ რჩევებს ვაჭრობის რეგულირების და ბაჟის გადახდის შესახებ.


