ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა ევროპის მასშტაბით
ტვირთების სახმელეთო გადაზიდვები ევროპის ქვეყნებში TradeLog-ის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. კომპანია ფლობს ავტოპარკს და სპეციალურ ტექნიკას მძიმე/არაგაბარიტული ტვირთების გადასაზიდად.
კონსოლიდირებული ტვირთების გადაზიდვა
კონსოლიდირებული გადაზიდვის შემთხვევაში ხდება რამდენიმე მომხმარებლის ტვირთის განთავსება საერთო კონტეინერში ან სატვირთო ავტომობილში. ასეთი ტიპის სერვისი მნიშვნელოვნად ამცირებს მომხმარებლის დანახარჯებს.
კონსულტაციის ეტაპზე გთავაზობთ
- მარშრუტის შედგენა ტვირთის მახასიათებლებისა და დანიშნულების წერტილის მიხედვით;
- მარშრუტისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების შერჩევა;
- სატრანზიტო ქვეყნებში მყოფ პარტნიორებთან შეთანხმება;
- სატრანზიტო შეთავაზების მიღება.
ტრანსპორტირების ეტაპები
ტვირთების კონსოლიდაცია და ტრანსპორტირება ხორციელდება ტვირთის თავისებურების, წარმოშობის ქვეყნისა და საბოლოო დანიშნულების ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე. პირველ ეტაპზე ვარჩევთ საჭირო სატრანსპორტო საშუალებას, ვორგანიზებთ ტვირთის აღებას და მიწოდებას ტრანზიტულ საწყობში, სადაც ხდება კონსოლიდაცია. შემდეგ ტვირთი ტრანსპორტირდება საბოლოო მიწოდების ადგილზე.
ვახორციელებთ ტვირთის დოკუმენტაციის მომზადებას, ტრანზიტული საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფასა და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სერტიფიკატების მომზადებას. აგრეთვე საჭიროებისთვის ვახორციელებთ ტვირთის შეფუთვასა და მარკირებას.
სასაწყობე მომსახურება და დატვირთვა‑გადმოტვირთვა
სასაწყობე მომსახურება მოიცავს ტვირთის შენახვას, დატვირთვა‑გადატვირთვას, მარკირებასა და ტრანსპორტირებისთვის მომზადებას. დატვირთვის დროს გამოიყენება შესაბამისი აღჭურვილობა და სადისტრიბუციო პროცედურები, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო და დროული გადმოტანა.
პროცედურები და ხელსაწყოები
- დაგეგმვა და ორგანიზება — წონის განაწილება და სივრცის ოპტიმიზაცია;
- აღჭურვილობა და ხელსაწყოები — სპეც. ამწეები, ქამრები, პანდუსები და სხვა;
- დატვირთვის პროცედურა — წონის ბალანსისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
საბაჟო‑საბროკერო მომსახურება და დაზღვევა
TradeLog უზრუნველყოფს საბაჟო დოკუმენტაციის მომზადებას, ტვირთის აღრიცხვას და საბაჟო ოპერაციების ჩატარებას. ასევე გთავაზობთ ტვირთის ორმაგ სადაზღვევო შესაძლებლობას — ადგილობრივ და ევროპულ პარტნიორებთან.
ავტოპარკი და მონიტორინგი
- საკუთარი ავტოპარკი და სპეციალური ტექნიკა;
- ავტორიტეტული საერთაშორისო პარტნიორები;
- მსოფლიო მასშტაბის საწყობების ქსელი;
- ტვირთის დაზღვევის სერვისი და სრული პასუხისმგებლობა;
- პირადი ტარიფები და რეალურ დროში მონიტორინგი.
დაინტერესებული ხართ? დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.


