TradeLog — სამუზეუმო ექსპონატების შეფუთვა და საერთაშორისო გადაზიდვა
TradeLog გთავაზობთ სამუზეუმო ექსპონატების, ნახატების, ქანდაკებების, არტეფაქტების და სხვა კულტურული და მატერიალური ღირებულების ნივთების პროფესიონალურ შეფუთვასა და საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას.
1. პროექტის მართვა და დაგეგმვა
TradeLog-ის გამოცდილი გუნდი გეგმავს და აკონტროლებს ტრანსპორტირების პროცესის ყველა ასპექტს — წინასწარი კონსულტაცია, გადაზიდვის განრიგი, რისკების შეფასება და კოორდინაცია მუზეუმებთან, საბაჟოებთან და სატრანსპორტო პარტნიორებთან.
2. ტვირთის შეფუთვა და მარკირება
ხელოვნების ნიმუშები შეფუთილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად — მაღალი ხარისხის დამცავი მასალების გამოყენება, დეტალური მარკირება და ინვენტარის მართვა ექსპონატის მონიტორინგისთვის.
3. ტრანსპორტირების რეჟიმი
ჩვენი სერვისი მოიცავს საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებს, სპეციალიზებულ აღჭურვილობასა და ტემპერატურის კონტროლირებად კონტეინერებს მგრძნობიარე ექსპონატებისთვის.
4. ხელოვნების ნიმუშების დაცვა
გთავაზობთ სპეციალურ კრეიტებს ვიბრაციისა და დარტყმის შემცირებისთვის და უსაფრთხოების პროტოკოლებსა თუ მონიტორინგის სისტემებს კოლექციის დაცვისათვის.
5. ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა
ვთავაზობთ ორმაგ სადაზღვევო პაკეტს, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და ევროპულ სადაზღვეო პროვაიდერებს — მაქსიმალური დაცულობისათვის.
ჩვენი უპირატესობები
- გამართული დაცვის სისტემა და მონიტორინგი
- ტვირთის სრული დაზღვევა
- პროფესიონალური კომუნიკაცია მუზეუმებთან, საბაჟოებთან და ტერმინალებთან
- კონფიდენციალობის დაცვა
- პროფესიონალური სასაწყობე მომსახურებები და სპეციალური ტექნიკა
- ნებართვების მოპოვების პასუხისმგებლობა და გრაფიკების შეთანხმება
- კლიენტზე მორგებული ტარიფები
დაინტერესებული ხართ კონსულტაციით ან შეთავაზებით? დაგვიკავშირდით.


